ბიძინა ივანიშვილი: სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, ქადაგიძე არ დაეჭირათ, ეს თხოვნა გავითვალისწინე
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა, რომ არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ.