გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“ შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.
არშავის სამიტამდე, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს საქართველოსა და მაკედონიის თავდაცვის მინისტრებმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შვედ კოლეგას პეტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა და ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
დაბა კაზრეთის ახლადგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ლეგალური მიგრაციის თემაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ქალაქ ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში ქართველმა მწერლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ლიტერატურული საღამო გამართეს.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა პირველი ივნისისათვის 174.9 მლნ ლარით შემცირდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ერევანში გამართულ სომხეთ - საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში განხორციელდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მექანიზმები და სოციალური მუშაკების გადამზადების ვადები 2 წლით, 2017 წლის 1 სექტემბარმდე გადავადდება.
ფიზიკური პირის საზოგადოებრივ საქმიანობაში უანგაროდ და ნებაყოფლობით ჩართვა კანონით დარეგულირდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს.
საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ იმყოფება.
ლუდსახარში „ზედაზენი“ 3 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ერთგულ მომხმარებელს, განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More