ბათუმში დასასვენებლად მიწვეული თბილისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები არჩილ ხაბაძემ მოინახულა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, ბათუმს, თბილისში 13 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები ეწვივნენ.