06:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პეტრიაშვილი: ახლა ჩაწერები გრძელდება და არის მწვანე შუქი ამის ატვირთაზე

"ახლა ჩაწერები გრძელდება და არის მწვანე შუქი ამის ატვირთაზე" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა "კურიერში" განაცხადა. 

ეკა გიგაური ფარულ ჩანაწერებზე: არიან პირები, ვინც დაკავებულებს დავალებებს აძლევდა

"არიან პირები, ვინც დაკავებულებს დავალებებს აძლევდა" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში.
 

ალასანია: გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს

"გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

სესიაშვილი სააკაშვილზე: დააკვირდით ბატონი ქინძის განცხადებას

"დააკვირდით რას ამბობს, [სააკაშვილი] თავის თავს უწოდებს და მეც ვიტყვი, დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი: ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები

"ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები", - ამის შესახებ განცხადება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დაწყების წინ გააკეთა.   
 

ალიევი: არავის მივცემთ უფლებას, რომ აზერბაიჯანულ მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის პირველ რიგში სომხურმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს.

 

რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა

რუსთავში  9 აპრილის 27-ე წლისთავი ახალი მემორიალის გახსნით აღინიშნა. 

 

დავით ებრალიძე ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ.

 

გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სასამართლო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

 

დავით ნარმანია ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

ფოთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გეგმა-გრაფიკით მითითებულ ვადაზე 50 დღით ადრე დასრულდა.

 

ალიევი: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია

აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე  სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

შეიარაღებულმა პირებმა სოფელ კირბალიდან 43 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალის განაპირას შეიარაღებულმა ფორმირებებმა 43 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს.

 

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქარხნიდან გატაცებული 300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ რამდენიმე დღის წინ ქარხნიდან გატაცებული 300-მდე თანამშრომელი, გაათავისუფლა, - ამის შესახებ Daily Star იტყობინება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics