01:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 22:20:27, 424 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილი: ახლა ჩაწერები გრძელდება და არის მწვანე შუქი ამის ატვირთაზე

"ახლა ჩაწერები გრძელდება და არის მწვანე შუქი ამის ატვირთაზე" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა "კურიერში" განაცხადა. 

პეტრიაშვილის თქმით, დაკავებულ მაღალჩინოსნებს რაღაც გარკვეული შეხება აქვთ ვიდეოებთან, თუმცა, არ ჩანს ამტვირთავი და დამკვეთი.

ალექსი პეტრიაშვილი ფარული ჩანაწერების უკან ახლანდელ და წინა ხელისუფლებას თანაბრად დამნაშავეებად თვლის.

"ჩემთვის ეგენი თანაბარწილად დამნაშავეები არიან. ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მაშინაც და ახლაც, არ ვგულისხმობ პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს, კარგად იცოდნენ და იციან, რომ მაშინ ჩაწერები ხდებოდა, მაგრამ არ იყო მწვანე შუქი ამის ატვირთავზე. ახლა ჩაწერები გრძელდება და არის მწვანე შუქი ამის ატვირთაზე იმიტომ, რომ მოდის წინასაარჩევნო პერიოდი," - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

პეტრიაშვილი აქვე აცხადებს, რომ მას არ აქვს "შოთაძის პროკურატურის იმედი".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics