სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორმა ლევან დვალმა რეგიონის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.