|
2016-04-25 22:20:34, 407 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდები მზად არის მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში
ჰააგაში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჰოლანდიური მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიმ გეერტსი. კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ხაზი გაესვა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კერძოდ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებსა და ამ კუთხით ნიდერლანდების სამეფოსთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰოლანდიურმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ჰოლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. ხაზი გაესვა რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის აუცილებლობას. ნაცვალგების პრინციპით, კონსულტაციების მომდევნო რაუნდი თბილისში გაიმართება. ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კლინგენდაილის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში - „საქართველოს ევროპული გზა - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები". შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობაზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ვარშავის ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას წამყვანი ჰოლანდიელ ექსპერტები ესწრებოდნენ. ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ ამომწურავი ინფომრაცია მიაწოდა ჰოლანდიელ პარლამენტარებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით 25-26 აპრილს ეწვია.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)