ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის, ნესტორ ჩეფჩილის განცხადებით, მინსკის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება.
„რუსეთის მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს, მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე დააკავა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ძლიერი ინტერესის გათვალისწინებით და პროგრამაში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ავერსის 7 აფთიაქში 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივლისს გაიმართება აქცია ,,გალამაზდი ავერსთან ერთად“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დიმიტრი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
მამაკაცი, რომელსაც წუხელ თბილისში კანდელაკის ქუჩაზე მიბჯენით ესროლეს, გარდაიცვალა.
შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ნატრიაშვილთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More