23:42 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მამიკინსი: ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს გახდის

„სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მიმზიდველობას გაზრდის მისი ოკუპირებული რეგიონების-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენელმა დეპუტატმა ანდრეას მამიკინსმა განაცხადა.

 

გალტ & თაგარტმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ობლიგაციები წარმატებით განათავსა

სს „გალტ & თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. 

მიხეილ ჯანელიძე: არჩილ გეგეშიძეზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება

 საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს.

 

მამიკინსი: ევროპარლამენტმა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს

ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა.

მამიკინსი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს

ევროპარლამენტის წევრის, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლის, ლატვიელი დეპუტატის ანდრეას მამიკინსის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. 

ჯონ კერიმ საქართველო დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შეერთებული შტატების დელეგაციამ საქართველო დატოვა.

კრწანისის გამგეობის დაფინანსებით გორგასლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

გორგასალის ქ.№111-ში - კრწანისის გამგეობის დაფინანსებით      საკანალიზიაციო ქსელი  გამოიცვალა და ეზოს მოასფალტება დაიწყო. 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.

უსუფაშვილი: აშშ საქართველოში არჩევნებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის  ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარშავის სამიტის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 15 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები 15 მისამართზე დასრულდა.

1 დოლარი 2.3194 ლარი ღირს

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.

 

ალასანია: კერიმ ყველას გვთხოვა, აქცენტი საქართველოს მომავალზე გავაკეთოთ

ძალიან პოზიტიური, საქმიანი და ღრმა დისკუსია გვქონდა საქართველოს მომავალზე, – ასე შეაფასა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან გამართული შეხვედრა.

ჯონ კერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. 

მთავრობა დღეს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას დაამტკიცებს
შსს-მ პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 15 მაისიდან პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძარცვის ბრალდებით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარ ც. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, მიწათსარგებლობის გეგმა შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics