12:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით ნარმანიამ მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, გიორგი ლომინაძის კი სტაბილურად მძიმეა

„მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გიორგი ლომინაძის  სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,-ამის შესახებ  „ექსპრესნიუსს“   დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ანჟელა ორჯონიკიძემ  ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად  დაშავებული მორაგბეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა. 

რეგიონში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტ „რეკომდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება დაიწყო. დღეს, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო  ცენტრში რეგიონში მოქმედ გიდებს პროექტის პრეზენტაცია ჩაუტარდათ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გაეროს მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში თემაზე: „შიდა რესურსების მობილიზაციის რეფორმა პარტნიორ ქვეყნებში და ადის-აბებას საგადასახადო ინიციატივის როლი", სადაც მან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება აღნიშნულ ინიციატივასთან თანამშრომლობის სფეროში.

 

ვოლსკი: პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება

„გიორგი პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

 

სოსო ცისკარიშვილი: მიუღებელია, სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირი პროკურატურას ეახლოს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის ერთობლივი შეხვედრის გამართვა აუცილებელია.

 

პეტრე ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან დედოლარიზაციაზე საუბარი საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

 

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.

სერგეენკო: ამ ეტაპზე, დაშავებული მორაგბეების თბილისში გადმოყვანის საჭიროება არ დგას

„დაშავებული მორაგბეების თბილისში გადმოყვანის საჭიროება არ დგას“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხადარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გერმანიის თანამშრომლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა შეხვდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს.

აჭარასა და სილეზიას შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია

აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. 

პოლიციელებს ახალი ფორმის ტანსაცმელი გადაეცათ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცათ.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეტა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სონერ დ. აგარაში  დააკავეს.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო  გიორგი ლომინაძე კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.  

ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა ექს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics