07:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
იოსებ მაკრახიძე სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლებსა და დევნილებს შეხვდა

წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მოსახლეობასა და გორში, ვერხვების კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

 

გიორგი კოპაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ქალაქ ახალციხეში, გურამიშვილისა და ხმალაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

 

გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა  ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების - გელსუნდას, თმოგვის, ნაქალაქევის, თოკის, ვარგავის, ხიზაბავრას და საროს მცხოვრებელებს შეხვდნენ.

 

“ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ფერმაში გზების რებილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

„ქართული ოცნებიდან“ კასპის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ფერმაში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ფერმაში ძირითადად აზერბიაჯანელები ცხოვრობენ.

 

გურამ მაჭარაშვილმა მეწარემეებს მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

 წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი ამჯერად ყვარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.

 

ვაზისუბანში ერთდროულად ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

ვაზისუბანში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ნიღბიანი შეიარაღებული პირები ერთდროულად ორ ბანკის ფილიალს დაესხნენ თავს.

 

შსს: ბადრი ბასიშვილი ფლავისმანში "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს აკრავდა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სოფელ ფლავისმანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

 

მეჭიაური: მარიხუანას მოხმარებამ ადამიანის ზომაზე მეტად დასჯა არ უნდა გამოიწვიოს

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი ზომაზე მეტად არ უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ის ყოველგვარი სასჯელისგან არ უნდა გათავისუფლდეს.

 

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

 

მეჭიაური: ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ რინგს გავუკეთებთ და რამდენიც უნდა იჩხუბონ

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ორი პარტიისთვის ქვეყნის ნდობა არ შეიძლება.

 

პრემიერი: მინდა გთხოვოთ, ყველამ ერთად შევქმნათ ძლიერი ენერგია, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს

მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ის ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

სოსო ცინცაძე: არ გამიკვირდება, „ოცნების“ წარმომადგენელმა თქვას, რომ „ნაციონალებმა“ ერთმანეთი სცემეს

კორცხელის ინციდენტიდან 2 თვე გავიდა და დამნაშავეთა დასჯა არ მომხდარა.  სანამ მკაცრად არ დასჯიან თავისიანს, სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყება, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე გუშინ სოფელ გამარჯვებაში „ნაციონალებსა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირებას.

 

ნადირაშვილი: ბადრი ბასიშვილს გორში ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გორში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

 

სირიაში ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრის ლიკვიდაცია მოახდინა
კალაძე: პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics