ლევან იზორია: საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია
„ეს თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე და დეტალურად შევისწავლე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება და სამინისტრო კვალავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.