23:13 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 13:32:25, 1304 ნახვა

კომენტარი სამხედრო
სესიაშვილი წვევამდელებზე: მინისტრის გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია

„ბატონი ლევანის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია,  ჩემი პოზიცია მინისტრის პოზიციას ემთხვევა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უწყებაში წვევამდელების სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სამხედრო სარეზერვო სამსახურთან წვევამდელების ერთგავრი შეთავსება  მნიშვნელოვანი იქნება.

„წვევამდელებთან მიმართებაში ჩემი პოზიცია იცით.  აქამდე,  როცა თავის დროზე ქალბატონმა  თინა ხიდაშელმა თავისი ბრძანებით შეწყვიტა სავალდებულო სამსახურებში მიღება, მე მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართო მსჯელობა. ბატონი ლევანის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია.  ჩემი პოზიცია ემთხვევა მინისტრის პოზიციას, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ჩვენ საერთო კომპლექსური სურათი დავინახოთ. იმიტომ რომ წვევამდელები მსახურობენ არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც. ჩემი აზრით მათი ერთგვარი  შეთავსება სარეზერვო სამხედრო  სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცი ეს არის სამხედრო რეზერვისტი და მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური და თავსებადი“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ბევრ საკითხში თავდაცვის მინისტრის პოზიციას იზიარებს.

„ძალიან ბევრ საკითხში აბსოლუტურად ვიზიარებ მის პოზიციებს, რაც  მინისტრმა წარმოადგინა. თავისთავად ცხადია ჩვენი კომიტეტი ღირსეულად განიხილავს და გაანალიზებს საკითხს. სულ რამდენიმე წუთის წინ მინისტრთან მქონდა საუბარი, უკვე დავგეგმეთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში რამდენიმე მოსმენის ჩავატრებთ, მათ შორის დახურულიც“,-აღნიშნა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics