06:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ქუმსიშვილი: კერძო სექტორის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და გაძლიერდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქუმსიშვილი: ევროპის საინვესტიციო ბანკის მომავალი გეგმები მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დიდი მხარდაჭერაა

„ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის დაჩქარების და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი მნიშვნელოვანი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

„გამჭვირვალობა“: ანტიკორუფციულ რეფორმებში საქართველო უპირობო ლიდერია, თუმცა პრობლემები აქაც არსებობს

საქართველოში 2004 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ,. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემებისა, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომ პროგრესს აფერხებენ, - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თიბისი ბანკი“ მთის კურორტების განვითარებას დაეხმარება

„თიბისი ბანკი“ მთის კურორტების განვითარების  კომპანიის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განახორციელებს. თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე  გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას  და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები  და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.

კულტურის მინისტრი აპირებს, "ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მინისტრის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ ვალი აქვს.

საია: კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ალპანა-ცაგერის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კონფერენციაში "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს კონფერენციაში "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მიიღო მონაწილეობა.

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს -განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 28-ე სხდომა გაიმართა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა.

საქართველო 450 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საინვესტიციო ბანკის  ვიცე-პრეზიდენტმა, იან ვაპავუორიმ, ხელს მოაწერეს სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, საქართველო, ჯამში, 450 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

ბუცხრიკიძე: ლარიზაციის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია

 „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივა, ლარიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მამუკა ხაზარაძე: ელემენტარული ცოდნაა, რომ ლარის ნებისმიერი ვარდნა დოლართან მიმართებაში, პირველ რიგში ბანკებს აზარალებს

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გასულ კვირას, ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლებიც ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში ბანკებს ადანაშაულებდნენ.

სანდრა რულოვსი: საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში

„მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით“, - ამის შესახებ ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრის კენჭს

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრიან კენჭს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics