|
2016-12-09 13:44:10, 2613 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: კერძო სექტორის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია
ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და გაძლიერდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასევე შესაძლებლობა იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, გაუმჯობესებული დამატებული ღირებულების და DCFTA-ს სტანდარტებისა და ვალდებულებებთან დაახლოების მიმართულებით. ასევე უნდა აღინიშნოს EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირთან ერთად Horizon 2020-ის ფარგლებში - InnovFin – ის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში შესაძლებელი არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოების ზრდის მხრივ ინოვაციური იდეების და კვლევების დაფინანსების მიზნით, ასვეე ტექნიკური მხარდაჭერის რჩევების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)