პრემიერი: საქართველოს მთავრობის სახელით მკაცრად ვგმობ თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს
„საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრაზე განაცხადა.