|
2016-12-20 15:11:18, 1675 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ
პრეზიდენტი ბერლინისა და ანკარის ტერაქტების, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ შემზარავ ფაქტებს. პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“, - აღნიშნა მიშველაძემ. მისივე თქმით, საგანგაშო ვითარებაა სირიაშიც, სადაც ყოველდღიურად იღუპებიან ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა. „პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობა დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებას მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ ვეძებთ გზებს სირიაში მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ამ საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა დღეს გაიმართება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)