ნოემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი, 6,7%-ით გაიზარდა.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი დეკემბრისათვის 16.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ. შესაბამისად, კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო:
პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის სპიკერმა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას ხვალ გამართავს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More