|
2016-12-23 17:50:45, 1830 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის სპიკერმა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს პირადად მართავდა. კობახიძის აზრით, უსუფაშვილის მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ძალიან ღირებული იქნებოდა: „მქონდა პირადად დავით უსუფაშვილთან კონსულტაცია, მისი ჩართულობა კომისიის მუშაობაში ძალიან ღირებული იქნებოდა, თუმცა მან განმარტა, რომ პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, რადგან კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული და გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში. ძალიან ღირებული იქნებოდა მისი მონაწილეობა კომისიის მუშაობაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, 2013 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა და მას დავით უსუფაშვილი თავმჯდომარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)