00:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
შსს-მ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.მ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.7%-ით გაიზარდა

2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 315.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

 

კორნელი კაკაჩია: მიუხედავად მინუსებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროდასავლური ნიშა ყოველთვის მყარი ჰქონდა

ექსპერტ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ  მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა".

 

2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა

2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია.

 

დონალდ ტრამპი: ნატო-ს პრობლემები აქვს, ნატო მოძველდა

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას,  დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

 

მინაშვილი: პარტიიდან გასულები პროცედურული ხრიკებისა და თაღლითობის გზას მიმართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ​პარლამენტის ბიუროს  მიმართავს.

 

საგარეო უწყება: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება

პროტოკოლის მიხედვით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა

ყირგიზეთში, ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მოგების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგს შესთავაზებს.

 

NDI-ის კვლევა: მოქალაქეებისთვის ეკონომიკა კვლავ მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა სტაბილურია

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი  ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ  წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის  უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს  ყველაზე მეტად კვლავაც  ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ.  მოქალაქეებისთვის  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა დასაქმება (58%), მზარდი ფასები და ინფლაცია (38%) და სიღარიბე(30%).

 

არჩილ მესტვირიშვილი: კომერციულ ბანკებს სესხების გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს ეროვნული ბანკი მიაწვდის

სესხები გალარების პროგრამა დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

 

ისანში მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში 62 მამაკაცი მოკლეს. 

NDI: ევროინტეგრაციის კუთხით, მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა". 

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

 

NDI: გამოკითხულთა 46% პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების მომხრეა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას მხარს უჭერს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics