|
2026-07-06 21:12:26, 3769 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა საქართველოში“. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო და აღნიშნავს, რომ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) ანგარიშები სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს; გამოხატავს შეშფოთებას 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო გაყალბების შესახებ ინფორმაციის გამო, მათ შორის ხმების მანიპულირების, ხმების მოსყიდვის, კარუსელის ხმის მიცემის და ოპოზიციის დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ; გმობს რიგი შემზღუდავი კანონების მიღებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც, ასამბლეის შეფასებით, მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვის, მედიის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას; გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ; განაგრძონ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დემოკრატიული სტანდარტების აღსადგენად და მომავალი არჩევნების ორგანიზება ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით;
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)