04:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დევიდ პრაისი: აღტაცებული ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც უკვე მრავალი წელია აწარმოებთ

„ჩვენ დავბრუნდებით შინ იმისთვის, რათა კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში, ნამდვილად დიდი პროგრესია“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა დევიდ პრაისმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

კონგრესმენი: ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშვნელოვანია

„ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, პიტერ როსკამმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ვახტანგ ყოლბაიამ პოლონეთის ელჩს უმასპინძლა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.

 

იზორია: წელს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს

წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 96 წლისთავზე დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები მივიდნენ.

 

დავით ნარმანია: ვერ ეღირსებიან, ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში

 „პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია, ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ოთხშაბათს მერის საკრებულოში მისვლას ითხოვენ.

 

ლევან იზორიამ იუნკერების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

ფრანს ტიმერმანსი: საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს

„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს", - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ირლანდიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

 

პრეზიდენტი: ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და მიაგებს პატივს სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

ირაკლი კობახიძე: ამერიკელ კონგრესმენებთან შევთანხმდით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდება

„შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:

 

რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის CNN, BBC და Politico თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს

რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის CNN, BBC, Politico, New York Times და LA Times, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს.

 

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

 

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics