06:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აბაშიშვილი: პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება.

 

ლარი დოლართან მიმართებაში 3, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

 

მენაბდე: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ ინიციატივას მიესალმება.

 

პარლამენტი მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების ინიციატივაზე მსჯელობს

პარლამენტში  მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი განიხილეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი იქნა განხილული.

 

მარგველაშვილი: საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ წაერთვა

„ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

პრეზიდენტი: კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ

„იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური  გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების  გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა

 წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ  (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

 

გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017.

 

აფხაზეთის ხელისუფლებამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გამართა

აფხაზეთის ხელისუფლებამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა.

 

მეუფე პეტრე: ტელევიზიას ღმერთს ვაბარებ

„მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ღმერთს ვაბარებ“,-ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ განაცხადა.

 

ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი საქართველოში  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს  შეხვდა.

 

სტამბოლში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც  სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

ლევან იზორიას გადაწყვეტილებით რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ახალი ბინა დაუკანონდა

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო.

 

ირაკლი აბესაძე: ხელისუფლებას სურს, პრეზიდენტს გარკვეული თემების განხილვა აუკრძალოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა.

 

კაპანაძე: მნიშნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადოს

,,კანონი მოსმენების შესახებ არის არაკონსტიტუციური. არასწორად მიიღეს, მათ შორის იყო პროცედურული დარღვევებიც“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics