|
2017-03-10 15:09:23, 1373 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo). ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. სათხილამურო შეჯიბრი 11 მარტს გუდაურში გაიმართება. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ. დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია", რომელმაც დიპლომატებისთვის მოწყო საშეჯიბრო სათხილამურო გზა და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)