ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას, ფინანსთა მინისტრი/ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უქმდება და მისი ფუნქცია სსიპ „ აწარმოე საქართველოში“ გადავა.
მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მთავრობის წევრები მივიდნენ.
მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მთავრობის წევრებს ინდოეთში მისი სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო.
საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა არ უნდა დახურულიყო.
„როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ ხოლმე“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, თეატრებთან მიმართებაში დაფინანსების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს.
აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს.
ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More