12:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო 29-ე ადგილზეა

საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში 29-ე ადგილს იკავებს, - ამის შესახებ World Economic Forum-ის 2017 წლის მონაცემებშია ნათქვამი.

სააკაშვილი: ღარიბი პრეზიდენტი ვიყავი - როდესაც ჩემ მინისტრებს ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში, არცერთ მინისტრს ბიზნესი არ ჰქონია, - ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში, თავის თოქ-შოუ Наша Україна-ს ეთერში განაცხადა.

შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ დადგა აუცილებლობა პარტია საკონსტიტუციო კომისიას დატოვებს.

მდინარაძე ენმ-ს გადაწყვეტილებაზე: სასაცილოა კომისიის დატოვება, რადგან მან პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,   გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მაღალი ტემპერატურისა და წვიმის   გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის   ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის ტრანსლირებაზე უარი თქვა

რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ტრანსლირებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ Interfax  იუწყება. 

პეტერბურგში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი

პეტერბურგში ერთ-ერთი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს გარემოს დაბინძურების შემთხვევაში მკაცრი სანქცია ელით“

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ზიგმარ გაბრიელი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს შთამბეჭდავი პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია

„გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა", - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. 

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის“ 2018 წლის თავმჯდომარეობისათვის ემზადება

საქართველო, როგორც „Open government Partnership"-ში მონაწილე წარმატებული ქვეყანა, 2018 წლისათვის ინიციატივის თავმჯდომარეობისათვის ემზადება. Open government Initiative-ს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა, მალევე დაწინაურდა და გახდა საზედამხედველო კომიტეტის წევრი, რაც მას საშუალებას აძლევს, როტაციული წესით, არჩეულ იქნას ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყნად.
 

ქუმსიშვილი: გერმანიის დაფინანსება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება

13 აპრილს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა, აგრეთვე  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და KfW-ს (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის მიზანსაც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება წარმოადგენს. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

„ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა.

 

უკრაინის ელჩი: საქართველოში პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დრო 21 აპრილს დაზუსტდება

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დრო შესაძლოა, 21 აპრილს დაზუსტდეს. 

ბაშარ ასადი: ქიმიური თავდასხმა ფაბრიკაციაა

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ინფორმაციას ქიმიური თავდასხმის შესახებ 100-პროცენტიანი ფაბრიკაციაა, - ამის შესახებ France Press იუწყება.

პრეზიდენტმა „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს „სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის" შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაწესდა დასვენების დღეები საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში არანაკლებ სამი შაბათ - კვირა.

 

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 23.5%-ით გაიზარდა

2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 276.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23.5 პროცენტით (21.3 მილიონი აშშ დოლარით) მეტია.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics