საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის "ვიზიტს" გამოეხმაურა.
საკონსტიტუციო კომისიის წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარია არა ის, თუ ვინ დატოვებს კომისიის რიგებს, არამედ სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Right Watch-მა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაში, ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ მეჩეთზე 16 მარტს განხორციელებულ ავიაირიშთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, არ აიღებენ პასუხისმგებლობას დამაზიანებელ საკონსტიტუციო პროექტზე და ეს პოზიცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანხვედრაშია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 244 საწარმოს, კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი“ შეემატება.
საფრანგეთის ქალაქ მარსელის პოლიციამ ტერორისტული აქტი აღკვეთა და ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ჰაჯერ არ-რუსი მოკლეს, - ამის შესახებ Tass იუწყება.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე, კონსულტაციები ამ დრომდე არ გამართულა.
ქალაქ შეკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.
20 აპრილს, 13:00 საათზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი" გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს II მოსმენით მხარი დაუჭირა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More