22:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საფრანგეთის პრემიერი: მთავრობა მობილიზებულია - 50 000 სამართალდამცველი და ჟანდარმი დამატებით იმუშავებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ბერნარ კაზნიოვის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებით 50 000 სამართალდამცველი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული.

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერას უცხადებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ოჯახის 3 წევრი დააკავა

ფრანგმა სამართალდამცველებმა, გუშინ პარიზის ცენტრში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილის 3 ახლობელი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

პრემიერი: არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის  სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება.

აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველო-თურქეთის ერთობლივი  სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას  ექსპერიმენტულ  ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის  ახალი პერსპექტიული  ფორმა და  კლონი  გადასცა.  

„ქორთიარდ მარიოტთან“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები იმყოფებიან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ქუმსიშვილი: Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება

„სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის" მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის" მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ტონი სტრინგერსა და რიჩარდ ფრენსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

ევროკავშირი: საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს

„ევროკავშირი მიესალმება „ საქართველოში კონფლიქტის შესახებ" გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის  მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ  საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს",  - ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.

ჯანელიძე: საფრანგეთის მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საფრანგეთის მთავრობასთან, ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალებულან ამ ტერაქტის შედეგად“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადა. 

თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან  წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე,  1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.

ჯანელიძე: ქართული მხარე ცდილობს ჟენევის ფორმატში ყველა ქმედება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებისკენ იყოს მიმართული

 „ჟენევის მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც საქართველო ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით ესაუბრება რუსეთის ფედერაციას კონფლიქტის დარეგულირების თემებზე“,-ასე გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სოხუმში ე.წ. „ვიზიტის" ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics