საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.