20:51 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ემანუელ მაკრონიმ საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ედუარდ ფილიპი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს სამუშაო სადილზე შეხვდა.

მდინარაძე: შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და მათ ამის გაგება არ უნდათ

„შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და  მათ ამის გაგება არ უნდათ“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლისთავთან და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრისგერდ მიულერის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა.

აუდიტის სამსახური: საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა
მამუკა მდინარაძე NDI-ს კვლევაზე: „ქართულ ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საზოგადოებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს კვლევის შედეგების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.

 

სლოვაკეთი ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს

სლოვაკეთი ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს და მის პოზიციას დააფიქსირებს.

პაშა ბანკი შეუერთდა პროექტს „აღადგინე“

პაშა ბანკი შეუერთდა პროექტს „აღადგინე”, რომლის მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის (250–მდე ჰექტარი) სრული რეაბილიტაცია: გაწმენდა, შემოღობვა, 750 000 ხის ნერგის დარგვა და მოვლა მომავალი 5 წლის მანძილზე. პროექტი აერთიანებს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ კერძო პირებს.

 

ოქრუაშვილი: სააკაშვილი ამბობდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ახალაიას და სანოძის დასჯა გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო, თუმცა არ სურდა თანაგუნდელების, მათ შორის დათა ახალაიას დასჯა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესორები კლინიკის მომსახურების უპირატესობებს ალმაათას საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ

საჩხერის სამედიცინო სცენტრის მენეჯერები და წამყვანი ექიმები კლინიკის ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიას ალმაათას საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე წარადგენენ.

 

ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში მდებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

დავით ნარმანია NDI-ს კვლევაზე: საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მეტს რას ელოდებიან ქალაქის მერისგან

თბილისის მერის დავით ნარმანია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

 

აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 255.7 მლნ ლარი შეადგინა

2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა.

ქვემო სამგორში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო სამგორის საუბნო ტერიტორიაზე  საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროკურატურამ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების, დიდი ოდენობით თანხების  უკანონო მითვისების და ქონების გადამალვის  ფაქტებზე „ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ ი.ც.-ს საქმის განხილვა დასრულდა.

 

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე - საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics