01:52 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქვეყნის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს

დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წახალისდებიან.

პრეზიდენტი: დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

პრემიერის განცხადებით, განიხილება ინიციატივა, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნების პროცედურების გამარტივებას გულისხმობს

„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ვიხილავთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

პატრიარქი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს: იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში

მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე საზოგადოებას.

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ ამხილეს.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პაოლო ალი: საქართველო სტაბილურობის კუნძულია რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ მისი დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 12 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Milliyet იუწყება.

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი“ გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეწვია და სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი?!“ გამართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო. 

თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო
ლონდონში ტენისის კორტებზე ცეცხლი გაჩნდა

ლონდონში, ვიმბლდონის ცნობილ ტენისის კორტებზე, ცეცხლი გაჩნდა

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics