11:29 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თურქეთში Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, თურქეთში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავეს, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა 9-11 ივნისს გაიმართება

თბილისში, 9-11 ივნისს გამოფენების ცენტრში  ,,ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება.  

 

ძაბირაძე ბადაშვილის პროკურატურაში დაბრუნებაზე: როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, გაუგებარია

„როლები შეიცვალა  და  როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, ვერტიკალი იმუშავებს იქ თუ ეს იქნება ორმმართველიანობა, გაუგებარია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ მთავარი პროკურორის მოადგილედ ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში საქველმოქედო გამოფენა გაიმართება
აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
კობახიძე: ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს.

ირანის პარლამენტის ერთ-ერთ სართულზე აფეთქება მოხდა

ირანის პარლამენტის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ სააგენტო Tasnim იუწყება.

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონენტები რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

ირანის უშიშროების სამსახური: დღეს თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა

ირანის უშიშროების სამინისტროს კონტრ-დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სუბარი: მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია. 

ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო AMAQ იუწყება.

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება
წულუკიანი: იმედი მაქვს, ერთ დღეს ვიცხოვრებთ იმ ხანაში, სადაც კანონპროექტები კარგად გააზრებული პროცესის შედეგი იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება,  რამდენიმე წელია, თითოეული სამინისტროს, მინისტრებისა, თუ პარლამენტის წევრთა მიზანია.

 

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის "ჯანსაღი ცხოვრების კვირეული" მოეწყობა
„მე არ დამმშვიდობებია“ - წულუკიანი შს მინისტრის მიერ პოსტის შესაძლო დატოვებაზე ინფორმაციას არ ფლობს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

 

გენადი არველაძე ხვალ ევროკავშირის პროექტის დახურვის კონფერენციას დაესწრება

ხვალ, 8 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისში,  ,,ექსპო ჯორჯიას" მე-3  პავილიონში  ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" დახურვის კონფერენცია გაიმართება,  რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics