04:18 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სუბარი მუხთარლიზე: თუ რაიმე საფრთხეს გრძნობდა, შეეძლო ჩვენი სამინისტროსთვის მოემართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, თუკი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე საკუთარ ქვეყანაში დევნა ხორციელდებოდა და ის საფრთხეს გრძნობდა, მისი უწყებისთვის, ან თბილისში მდებარე  გაეროს ლტოლვილთა  უმაღლესი კომისარიატისთვის უნდა მიემართა.

ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო

ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დაბატების დასრულების შემდეგ მიიღო. 

ვლადიმერ პუტინი: ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ ახალი სანქციების გაფართოების მხარდაჭერას გამოეხმაურა. 

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - „უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება“

ლონდონში მომხდარ ძლიერ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მუსტაფაევა: ევროპარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩემი მეუღლის გატაცებაში ქართველებიც ფიგურირებდნენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ევროპარლამენტის რეზოლუციის მკაცრ ტონს მიესალმება.

Кавказский Узел აფგან მუხთარლიზე: აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დაცვის მხარის მოთხოვნა, შეისწავლოს საქართველოს საზღვარზე აფგან მუხთარლის დაკავების დეტალები, არ დააკმაყოფილა, -ამის შესახებ სააგენტო "კავკაზსკი უზელი" იუწყება.

ნიკა მელიას ინფორმაციით, დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა

„ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ.

ევროპარლამენტარი: მუხთარლი მამაცი ჟურნალისტია, გვინდა პასუხი თუ როგორ მოხვდა ის თბილისიდან ბაქოში

როგორ მოხვდა მუხთარლი თბილისიდან  ბაქოში, ჩვენ ამაზე გვინდა პასუხი“,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ემერ კოსტელომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტში განაცხადა. 

ევროპარლამენტში მუხთარლის საქმის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას კენჭი დღესვე ეყრება

ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საქმის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას კენჭი დღესვე ეყრება. 

ანნა ფოტიგა: საქართველოდან მუხთარლის გატაცება ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმაა

„აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცება არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა“, - ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა  და რეფორმატორების ფრაქციის წარმომადგენელმა ანნა ფოტიგამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

სორაია პოსტი: გატაცებული ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს

ევროპარლამენტარი სორაია პოსტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გმობს.

„ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორი: კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება

„ვიდრე „ცენტრ პოინტის“ მხრიდან  კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ  გაფორმდება“, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰეიდი ჰაუტალა მუხთარლის საქმზე: ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტის შეფასებას და ველოდები გამოძიებას

ევროპარლამენტარის ჰეიდი ჰაუტალას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ რეზოლუცია დღესვე უნდა იყოს მიღებული.

კეტი პირი: საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანიდან დევნილების უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვაა საჭირო

ევროპარლამენტის დეპუტატის კეტი პირის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება შემაშფოთებელია. 

კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
ევროპარლამენტარი: თუ აზერბაიჯანი და საქართველო მუხთარლის საკითხზე არ ითანამშრომლებენ, პარტნიორობას საფრთხე დაემუქრება

ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას ოსტერივიჩიუსის განცხადებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ მუხთარლის საკითხზე უნდა ითანამშრომლონ. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics