21:04 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თალაკვაძე: რუსეთი აფხაზეთში ჩვენს მოძმეებს კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს

„რუსეთი ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს.

ევროკომისიამ Google-ი 2.42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

საძიებო სისტემა „Google“ ევროკომისიამ 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

Washington Post: ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიისგან 17 მილიონი დოლარი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა 2012-2013 წლებში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიისგან წინასაარჩევნო პროგრამის შედგენის სანაცვლოდ, 17 მილიონი დოლარი მიიღო, - ამის შესახებ Washington Post იუწყება.

ესპანეთში, დიდი ბრიტანეთსა და გერმანიაში ISIS-თან კავშირში მყოფი 6 პირი დააკავეს

ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის სამართალდამცველმა ორგანოებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში არიან ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ Jpost იუწყება. 

სააპელაციო სასამართლომ კუდის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია გაამართლა
გიორგი გახარია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა იქლილ აჰმად ჰაკიმიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე  საქართველოსა და ავღანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე  ისაუბრეს. 

„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს 1-ელი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს

1-ლი ივლისიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

ალექსანდრე ბარამიძე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება რეფორმების განხორციელებაში
„მწვანე აჭარა“ - მთიანი აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი
დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოსა და ავღანეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

 

საქართველოს ბანკის შეთავაზება მათთვის, ვისაც რემონტის დაწყება სურს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზის სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ. გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს", - ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულს განცხადებაშია აღნიშნული.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 649 დევნილ ოჯახს შეუძინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  სამეგრელოს  რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.  

გრიგოლ ლილუაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გამორიცხული არ არის.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ე.წ. ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ apsny.ru იუწყება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics