05:21 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ივნისში საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 28.5%-ით, ხოლო ტურისტთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა.

შსს-მ კანონიერი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი პირი დააკავა.

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვის დანიშნვას ითხოვს

დემირელის სახელობის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის მეუღლე თუბა ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის დანიშნვას ითხოვს.

ჩაბუქის ადვოკატი: მივმართავთ სოზარ სუბარს, გულდასმით წაიკითხოს დოკუმენტაცია და ნუ გაწირავს ამ ადამიანებს

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს 260-გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინეს, რომლითაც მისივე თქმით, დასტურდება, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

ივნისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა

2017 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

აბიტურიენტებს შორის 18 მსჯავრდებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

ლაშა აბაშიძე: ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მდგომარეობის სრული აღწერა დღეს მოხდება.

ლევან დავითაშვილი სიღნაღში ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში გაშენებული ზეთისხილის  ბაღები დაათვალიერა და ქართული ზეთისხილის  გადამამუშავებელ  საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. 

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი: ხანძარსაწინააღმდეგო წესები დაცული გვქონდა

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის გოჩა ხეცურიანის განცხადებით, ხანძრის შედეგად 12-მდე მაღაზია დაიწვა.

„თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე მომხარებელს ახალ აქციას სთავაზობს

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე,  „თეგეტა”  საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე გთავაზობთ ახალ აქციას Shell -ის ბრენდის  პრემიუმ კლასის ძრავის ზეთზე Shell Helix Ultra.

თბილისის ინტერპოლმა გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული, ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.

პრეზიდენტი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
თბილისის მერიის თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ

1 ივლისს, „მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

დიდუბის გამგებელი: ყველა დონეზე მოხდება ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარება

„პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მათ თანადგომა იმ დიდი ტრაგედიისთვის, რაც გუშინ მოხდა. ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველობის მხრიდან“,-ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა  ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან დაკავშირებით განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics