აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით, დევნილთა საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა.