|
2016-08-05 16:18:48, 678 ნახვა
საზოგადოება
შსს ბორჯომში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბორჯომში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. "შსს-ს თანამშრომლებმა ბორჯომის ცენტრალური პარკიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. გოგირდის აბანოებიდან 40-მდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს. ბორჯომში მობილიზებულ იქნა დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ჯგუფები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვა ქალაქებიდან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 200-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ბორჯომის პლატოზე, დაბა წაღვერსა და სადგერში. ბორჯომის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, გადადგილება შეზღუდულია. გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ბორჯომი-წაღვერის და ბორჯომი-სადგერი-ცემი-ტბა-პლატოს მიმართულებით, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა. ამ ეტაპზე, საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ბორჯომი-სადგერის მიმართულებით, სადაც ჩახერგილი გზის აქტიური გაწმენდა მიმდინარეობს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)