GEM Fest- ის ორგანიზატორები: შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება არ შევიდეს
„შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,-ამის შესახებ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.