09:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აჭარაში გასვლითი ბრიგადები აჭარის სოფლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას განაგრძობენ
თავდაცვის მინისტრის მოადგილე კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის დირექტორს შეხვდა

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის დირექტორს, პოლკოვნიკ რომუალდას პეტკევიჩიუსს შეხვდა. -ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათთან ერთობლივი ბრძოლის გზებს. მინისტრის მოადგილემ ლიეტუველ სტუმარს კიბერუსაფრთხოების ბიუროში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის კიბერშესაძლებლობები გააცნო.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ლიეტუვას მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის (RCDC) ანალიზის ქვედანაყოფში გასაწევრიანებლად მიიწვია. CTAC (Cyber Threat Analysis Cell) მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ მჭიდრო თანამშრომლობას, კიბერინციდენტების ანალიზსა და მონაწილე ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაზიარებას. მხარეებს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების ბიურო ყოველწლიურად უზრუნველყოფს აღნიშნული ცენტრის საქმიანობაში ექსპერტის ჩართულობას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რომუალდას პეტკევიჩიუსს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმაც უმასპინძლეს.“-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მევენახე ფირუზ იორამაშვილი, რომელსაც სეტყვამ ვენახი დაუზიანა, მადლობას უხდის ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისა და თანადგომისთვის
თორნიკე რიჟვაძე- აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე
ბათუმში, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა
ომარ ტაკიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
იორგი ნემსაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს
საჩხერეში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა
გადასახადის გადამხდელები ელექტრონული მომსახურებისთვის ახალი შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ
კოვიდ-რეგულაციების დაცვაზე მულტისექტორული ზედამხედველობა გრძელდება
ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისი არის დიდი ტრადიციების ქალაქი და ასევე უნდა ვაქციოთ დიდი ინოვაციების ქალაქადაც
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ
პრეზიდენტმა 3 მსჯავრდებული შეიწყალა
გიორგი ტყემალაძე - ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics