15:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 12:01:30, 649 ნახვა

საზოგადოება
„იუნისეფი“ მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ

გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ მოუწოდებს ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანოებს, სკოლებში სასწავლო პროცესი, რაც შეიძლება, მალე აღადგინონ.

„იუნისეფის“ მიერ 16 სექტემბერს გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ეტპზე, მსოფლიოს 17 ქვეყანაში სკკოლები სრულად, 39 სახელმწიფოში კი ნაწილობრივად არის დახურული. ამასთანავე, იმ ქვეყნებში, სადაც სკოლები სრულად არი დახურული, 77 ილიონი მოსწავლეა აღრიცხული.

„იუნისეფი“ მიიჩნევს, რომ სკოლები პანდემიის პერიოდში ყველაზე გვიან უნდა დაიხუროს და ყველაზე ადრე გაიხსნას.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლეები შესაძლოა, უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლებში, თუმცა კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხი მთავარ გამოწვევად რჩება.

„განათლების კრიზისი არ გამქრალა. ისეთ პირობებში, როდესაც საკლასო ოთახების ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია, უარესდება არსებული კატასტროფული მდგომარეობა“, - აცხადებს „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიტა ფორე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics