საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მილიარდი აშშ დოლარი (41.0 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2%-ია.
2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მილიონი აშშ დოლარი (1.7 მილიარდი ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 17.5%) შეადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე 2 წელია ბანკი უნივერსიტეტის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ბაზისბანკის სახელობითი ყოველთვიური სემესტრული სტიპენდიით აფინანსებს.
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს.
საქართველოს მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭა. ისინი შეძლებენ, ისარგებლონ საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო შეღავათებით საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა.
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.4390 ლარად არის შესაძლებელი.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More