|
2017-05-08 19:03:44, 2254 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ორი ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ტექნოპარკში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ორი ახალი პროგრამა წარადგინა. კონფერენციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაინც ოლბერსი, ასევე ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და სფეროს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ წარდგენილი ორი პროგრამა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივის ფარგლებში მომზადდა. „მინდა ევროკავშირის მიმართ მადლიერება გამოვხატო იმ აქტიური და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და რესურსების საშუალებით საქართველოს მიმართ ახორციელებს სახელმწიფოს 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში. ის მხარდამჭერი ინსტრუმენტები, რაც დღეს იქნა წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ინოვაციების დასანერგად და შესაბამისი უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ის ასევე ფინანსებთან წვდომის დამატებითი საშუალებაა. ვიმედოვნებ, რომ დამწყები ბიზნესები, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, ასევე დიდი კომპანიები და კომერციული ბანკები ისარგებლებენ იმ შესაძლებლობებით, რასაც ევროპის საინვესტიციო ბანკი იძლევა"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამ ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი ერთობლივად ქმნიან ინსტრუმენტთა პაკეტს, რომელიც ამ სამ ქვეყანას დაეხმარება ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებათა ამოცანების შესრულებაში. (NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)