ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( ჭითაწყარი, ნაწულუკუ, ბაში, ნარაზენი) მცხოვრებ 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები პირადად გადასცეს.