02:33 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აჭარა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე იყო წარმოდგენილი
ზურაბ პატარაძე „ASTANA EXPO-2017“-ის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნას დაესწრო

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ასტანაში გამოფენის "ASTANA EXPO-2017" ფარგლებში საქართველოს პავილიონი დაათვალიერა.

უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში  შეხვედრა გამართა.

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის  56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან  საავტომობილო გზა სრულად  გაწმენდილია.

გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში  965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა.

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მეფრინველეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

ი/მ მალხაზ ჯაჭვაძის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს

ბათუმი  5-6 ივლისს 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა.  

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ითხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ინიციატივით გამოდის, რომ ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

გიორგი გახარია: ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ

„უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამავდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე  მიმდინარეობს  ბორის კახიანის სახელობის ტურნირი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე  ჟურნალისტებს განუცხადა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული დატვირთვის რეჟიმში მუშაობს (ვიდეო)

კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზაფხულის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში მუშაობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ხვალ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 12:00 საათზე, აჭარაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო

მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის თავმჯდომარედ“ რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ყოფილი კორესპონდენტი აირჩიეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის "თავმჯდომარედ" რუსული ტელეკომპანია НТВ-ის ყოფილი კორესპონდენტი პეტრე გასიევი აირჩიეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics