თქვენნაირი მინისტრი, იმიტომ არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, რომ თქვენ დადიოდით გაშლილი ლეპტოპით ხელში, უსინდისოთ ატყუებდით მოსახლეობას, ეუბნებოდით, რომ ირმა ინაშვილმა ღორის თავი დაკიდა მეჩეთზე და მიზანმიმართულად აღვივებდით რელიგიურ შუღლს და აწარმოებდით უზნეო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა დღეს რიგგარეშე გამართულ სხდომაზე განაცხადა.