"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პარტიის ერთიანობის გადარჩენა მხოლოდ ერთი კაცს მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
მედიაჰოლდინგი „იმედი“ „მაესტროსა“ და „GDS-ის“ შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან.
საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, - ამის შესახებ “ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია იუწყება.
„საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარსარდლის არჩევის პრეროგატივა ვფიქრობ, ხალხს უნდა დარჩეს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი არ ეთანხმება პარტიის პოლიტიკური საბჭოს 27 წევრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ის 7 000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი სამწუხაროს უწოდებს პარტიის პოლიტსაბჭოს 27 წევრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ის 7 000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More