კობახიძე: კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის, არაერთი ტყუილი მოვისმინეთ
"ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აწვდის აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“