ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
2026-07-15 14:39:01

პოლიტიკა

BNS-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა სხვადასხვა უცხოური მედია წყაროების ცნობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ. 

„ჩვენ მივიღეთ სიგნალები ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან“, - განაცხადა ნაუსედამ, - “ინფორმაცია არ ასახელებს კონკრეტულ ადგილს ან დროს, რადგან ამის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ შესაძლოა ვიცოდეთ მხოლოდ დაგეგმვის ფაქტის ან განზრახული მიზნის შესახებ.“

პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი კინეტიკურ ოპერაციებს გეგმავს, რომელიც რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურისკენ იქნება მიმართული. ნაუსედას თქმით, ხელისუფლება ემზადება შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის, რამაც შეიძლება შეაფერხოს საკვანძო ინფრასტრუქტურის მუშაობა.

„ნებისმიერი რამ მნიშვნელოვანია, რასაც შეუძლია შეაჩეროს ამ ობიექტების ფუნქციონირება. მათ აქვთ მნიშვნელობა არა მხოლოდ თავისთავად, არამედ იმიტომაც, რომ ისინი უზრუნველყოფენ მთელი სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით კი ჩვენს სინქრონიზაციას კონტინენტური ევროპის ელექტროქსელთან,“ - თქვა ნაუსედამ.

მიმდინარე თვის დასაწყისში, პოლონეთმაც განაცხადა, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოები საუბრობენ თავიანთი ტერიტორიისა და ბალტიისპირეთი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული თავდასხმების საფრთხის შესახებ.

ლიეტუვამ, რომელსაც სახმელეთო საზღვრები აქვს რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან და მოსკოვის მოკავშირე ბელარუსთან, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს