"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა - ინფორმაციას ადასტურებს პარტიის პრესსამსახურიც.
მათივე თქმით, პოლიტიკოსი კლინიკა "მედი ქლაბშია" გადაყვანილი, სადაც გამოკვლევებს უტარებენ.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელსაც დღეს ავტომობილი დაეჯახა, პირველ განმარტებას აკეთებს.
პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აღენიშნება.
"სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ
მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე.
პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო.
სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.
პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ
რუსეთი რომ იტ&&ვნება, ეგეც მახსოვს" - წერს პოლიტიკოსი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,