ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
2026-07-15 13:28:56

საზოგადოება

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს. 30 წლამდე კაცის ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

ქუთაისიპოსტს თვითმხილველები ეუბნებიან, რომ ბეტონის დასხმაზე ორი მუშა მუშაობდა - ერთის გადარჩენა მოხერხდა. 

პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არ გაკეთებულა. 

ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს